Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ირაკლი ალასანია არ გადადგება


„ირაკლი ალასანია არცერთ შემთხვევაში არ გადადგება, იგი არ უნდა გადადგეს, რადგან ძალიან წარმატებული მინისტრია“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ირაკლი ალასანიას წარმატებულ მინისტრობას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა გუშინ ძალიან მაღალი შეფასება მისცა სწორედ საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს. დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ 17 ნოემბერს, ბრიუსელში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ნატოს ახალი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა 29 ოქტომბერს, გერმანიის მარშალის ფონდში გამოსვლისას განაცხადა, რომ უახლოეს ხანში გეგმავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განიხილოს არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოს ძლიერი პარტნიორი უწოდა.

XS
SM
MD
LG