Accessibility links

logo-print

ნატო იუწყება ევროპის გარშემო რუსეთის თვითმფრინავების „უჩვეულო“ მოძრაობაზე


ნატომ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში აღრიცხა რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების ოთხი ჯგუფის მიერ „მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მანევრების“ ჩატარება საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს. ბელგიაში, მონსში განთავსებული ნატოს შტაბ-ბინის განცხადებით, „რუსეთის მხრიდან ეს მსხვილმასშტაბიანი ფრენა წარმოადგენს უჩვეულო საჰაერო აქტივობას ევროპის საჰაერო სივრცის თავზე.“ ამავე წყაროს თანახმად, თვითმფრინავები მოიცავდა სტრატეგიულ ბომბდამშენებს, საბრძოლო თვითმფრინავებს და მზიდ თვითმფრინავებს. 28 და 29 ოქტომბერს ეს თვითმფრინავები აღრიცხულ იქნა ბალტიის ზღვის, ჩრდილოეთის ზღვის, ატლანტის ოკეანის და შავი ზღვის თავზე. რუსეთის ბომბდამშენებმა იფრინეს სამხრეთის მიმართულებით, საერთაშორისო საჰაერო სივრცისკენ, პორტუგალიისგან და ესპანეთისგან დასავლეთით. რუსეთის თვითმფრინავების ამოცნობის მიზნით მოქმედებაში მოვიდა ნორვეგიის, ბრიტანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, დანიის და თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავები. რეაგირება მოახდინა ნატოს არაწევრი ქვეყნების, ფინეთის და შვედეთის თვითმფრინავებმაც. რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ყველაზე მეტად დაძაბულია ცივი ომის დასრულების შემდეგ.

XS
SM
MD
LG