Accessibility links

logo-print

რუსეთი ევროკავშირისგან მოითხოვს გარანტიას, რომ უკრაინა დაფარავს გაზის დავალიანებას


რუსეთის განცხადებით, გაზის მიწოდების თაობაზე უკრაინასთან მისი უთანხმოება არ გადაიჭრება მანამ, სანამ ევროკავშირი არ გასცემს გარანტიას, რომ კიევი რუსეთს გადაუხდის ზამთრის პერიოდისთვის საჭირო გაზის საფასურს. 29 ოქტომბერს ბრიუსელში შედგა სამმხრივი მოლაპარაკება, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა. მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ იმ დოკუმენტების „ძირითად პარამეტრებზე“, რომლებმაც უნდა განსაზღვროს უკრაინის მხრიდან რუსეთის წინაშე გაზის დავალიანების რესტრუქტურიზაციის მექანიზმი, გაზის ფასი და მოცულობაო. თუმცა მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთი უკრაინას გაზს არ მიაწოდებს მანამ, სანამ დაზუსტებით არ ეცოდინება, რომ მას გადაუხდიან გაზის სამომავლო მიწოდებისთვის. „თუ ფული იქნება, გაზიც იქნებაო“ - განაცხადა ნოვაკმა.

XS
SM
MD
LG