Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

SIGAR: აშშ სათანადოდ არ რეაგირებს ავღანეთში ნარკოტიკების წარმოებაზე


ავღანეთის რეკონსტრუქციის საგანგებო გენერალური ინსპექციის უწყება, იგივე SIGAR გამოდის გაფრთხილებით, რომ ავღანეთის რეკონსტრუქციას საფრთხეს უქმნის ოპიუმის წარმოების პრაქტიკა, ხოლო აშშ ამ პრობლემაზე ადეკვატურად არ რეაგირებს. უწყებამ 30 ოქტომბერს გაავრცელა ანგარიში, რომელშიც წერს, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა დიდწილად ამოღებულია ავღანეთთან მიმართებით აშშ-ის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შემუშავებულ გეგმებში. რადიო თავისუფლებისთვის 28 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში, ავღანეთის რეკონსტრუქციის გენერალურმა ინსპექტორმა, ჯონ სოპკომ განაცხადა: „მათ არ აქვთ ერთიანი სტრატეგია. ვფიქრობ, შესაძლებელია ავღანელ ხალხთან მუშაობა და სტრატეგიაში მათი ჩართვაო.“ სოპკოს თქმით, ბოლო 13 წლის განმავლობაში ვაშინგტონმა ნარკოტიკებთან ბრძოლის მიზნით 7 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა „წყალში გადაყარა.“ ანგარიშის თანახმად, ოპიუმის ინდუსტრია ქმნის 411,000-მდე სამუშაო ადგილს - უფრო მეტს, ვიდრე ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები - და წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მომგებიან სახეობას.

XS
SM
MD
LG