Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო მსჯელობს დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე


თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხუთი დაკავებული მაღალჩინოსნისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, ამიტომ სასამართლოს სხდომა დახურული რეჟიმით მიმდინარეობს. 28 ოქტომბერს დაკავებულ პირებს პროკურატურა საიდუმლო შესყიდვისას ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში ადანაშაულებს. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მათი ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვენ, რომ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის არცერთი ზომა არ გამოიყენოს, ან უკიდურეს შემთხვევაში გირაო შეუფარდოს. ადვოკატების ლევან სამუშიას და დავით კორკოტაშვილის განცხადებით, მათ და ბრალდებულებს გამომძიებლებმა საქმის მასალები არ გადასცეს, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაა.

XS
SM
MD
LG