Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი: რუსეთისთვის სამხედრო ხომალდის მისაწოდებლად პირობები არ დაკმაყოფილებულა


საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, მიშელ საპინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ არის მზად რუსეთს გადასცეს პირველი გემი შეკვეთილი ორი სამხედრო ხომალდიდან, რადგან მოსკოვს არ დაუკმაყოფილებია გემის ფლობისთვის დაწესებული პირობები. „მისტრალის მისაწოდებლად პირობები შესრულებული არ არისო“, განაცხადა საპინმა რადიოინტერვიუში 30 ოქტომბერს. მისტრალი წარმოადგენს შვეულმფრენების მზიდ ხომალდს, რომლის მიწოდებაზეც რუსეთმა საფრანგეთთან 2010 წელს გააფორმა კონტრაქტი. საპინის თქმით, მთავარი პირობაა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის საგრძნობი განმუხტვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა 5 სექტემბერს განაცხადა, უკრაინას და პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის ზავი სრულად უნდა იყოს დაცული, სანამ საფრანგეთი რუსეთს გემს მიაწვდისო. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დმიტრი როგოზინმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რუსეთის მოლოდინით პირველი მისტრალი 14 ნოემბერს ჩამოვაო.

XS
SM
MD
LG