Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხუთივე მაღალჩინოსანს, რომლებიც შესყიდვების საქმეზე 28 ოქტომბერს დააკავეს. საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს, ამიტომ სასამართლოს სხდომა დახურული რეჟიმით მიმდინარეობდა. პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურატურა დაკავებულებს ადანაშაულებს საიდუმლო შესყიდვისას ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მათი ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის არცერთი ზომა არ გამოეყენებინა. ადვოკატების ლევან სამუშიას და დავით კორკოტაშვილის განცხადებით, მათ და ბრალდებულებს გამომძიებლებმა საქმის მასალები არ გადასცეს, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევაა. გავრცელებული ცნობებით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG