Accessibility links

შვედეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, ისრაელი გმობს ამ გადაწყვეტილებას


შვედეთმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო, რითაც გახდა პირველი მნიშვნელოვანი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა და მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ისრაელის მხრიდან. 30 ოქტომბერს გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან შვედეთმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიანიშნა, რომ აპირებდა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას. გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგო ვალსტრომმა და დასძინა - „ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ადასტურებს პალესტინელთა თვითგამორკვევის უფლებასო.“ პალესტინელთა ლიდერი, მაჰმუდ აბასი მიესალმა შვედეთის გადაწყვეტილებას - მას „გაბედული და ისტორიული“ უწოდა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა იგივე გააკეთონ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, შვედეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება წარმოადგენს „დასაგმობ გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ ექსტრემისტ ელემენტებს და პალესტინელთა უარყოფის პოლიტიკას აძლიერებს.“ ლიბერმანი თავის განცხადებაში ამბობს, შვედეთის მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ ახლო აღმოსავლეთში ურთიერთობები უფრო კომპლექსურია, ვიდრე IKEA-ს ავეჯი, რომელიც თვითონ უნდა ააწყოო. IKEA შვედეთში დაფუძნებული ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დღეს გლობალურ კორპორაციას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG