Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული მოსმენის ე.წ. გასაღები თებერვლის ბოლომდე დარჩება შსს-ს ხელში


საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში თებერვალის ბოლომდე დარჩება ფარული მოსმენის ე.წ. გასაღები. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 65-მა დეპუტატმა 31-ის წინააღმდეგ. მანამდე განიხილებოდა გასაღების წვდომასთან დაკავშირებით კანონპროექტის არა თებერვლის ბოლომდე, არამდე 1 აპრილამდე მომზადება. ვადის შემოკლების ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი. "გასაღები" გულისხმობს წვდომას მოქალაქეების სატელეფონო კომუნიკაციაზე.

XS
SM
MD
LG