Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინი: რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე ლაპარაკი ნაადრევია


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა სააგენტო „ტასს-ს“ განუცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. "ახლა საჭიროა იმაზე საუბარი, რომ დამყარდეს ორმხრივი ურთიერთობები იმ სფეროებსა და საკითხებში, რომლებშიც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში და რომელიც თბილისმა 2008 წელს შეწყვიტა", - თქვა კარასინმა. მისი თქმით, ასეთი სამუშაოები მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგებიც არსებობს.

XS
SM
MD
LG