Accessibility links

logo-print

უსუფაშვილმა პრეზიდენტს "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში ცვლილებების ხელმოწერის თხოვნით მიმართა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს "ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების ხელმოწერისა და გამოქვეყნების თხოვნით მიმართავ. დღეს ბოლო ვადაა, როდესაც პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებულ პროექტს ხელი უნდა მოაწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებს საკომუნიკაციო კომპანიების ინფორმაციებზე წვდომის უფლება აღარ ექნებათ. ამასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს გუშინ, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა და წუხილი გამოხატა, რომ სახელმწიფოს მეთაურს ამისთვის 24-საათიანი ვადა აქვს.

XS
SM
MD
LG