Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბანს მოუწოდა შეუერთდეს სამშვიდობო მოლაპარაკებას


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრავ ღანიმ მოუწოდა თალიბანს, შეუერთდეს შერიგების მოლაპარაკებას. მოწოდებას გამოეხმაურა ჩინეთის პრემიერ-მინისტრი. ღანი სიტყვით გამოვიდა 31 ოქტომბერს რეგიონულ კონფერენციაზე, რომელსაც ჩინეთი მასპინძლობს. ავღანეთის ახალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მშვიდობა უმაღლესი პრიორიტეტია და მიიწვია ავღანეთის ეგრეთწოდებული, პოლიტიკური ოპოზიცია, კერძოდ თალიბანი, მონაწილეობა მიიღოს შიდაავღანულ დიალოგში. ჩინეთის პრემიერმა, ლი კეციანმა ასევე მოუწოდა ავღანეთის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, დაივიწყონ ძველი მტრობა და შეუერთდნენ პოლიტიკურ შერიგების პროცესს. ჩინეთი 244 მილიონი დოლარით დაეხმარება ავღანეთს და 500 ავღანელ სტუდენტს სტიპენდიებით უზრუნველყოფს ჩინეთში სასწავლად.

XS
SM
MD
LG