Accessibility links

logo-print

წუხელ აღმოსავლეთ უკრაინაში ექვსი ჯარისკაცი დაიღუპა


ექვსი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაახლოებით 10 დაიჭრა წუხელ ქვეყნის აღმოსავლეთში მომხდარ შეტაკებაში, - ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვისა ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ვოლოდიმირ პალივიიმ პრესკონფერენციაზე წაიკითხა. თუმცა, მას არ დაუზუსტებია, თუ რა ვითარებაში და სად დაიღუპნენ ჯარისკაცები. უკრაინის მთავრობასა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის სექტემბრის დასაწყისში დადებული ზავის მიუხედავად ბრძოლები გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG