Accessibility links

ევროკავშირი მიესალმება გაზის საკითხში კიევისა და მოსკოვის შეთანხმებას


ევროკავშირის ლიდერები მიესალმნენ შეთანხმებას, რომლის თანახმად რუსეთი აღადგენს ბუნებრივი აირის მიწოდებას უკრაინისათვის. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე შეახსნეს ვლადიმირ პუტინს, რომ პრორუსული სეპარატისტების მიერ 2 ნოემბრისათვის დაგეგმილი არჩევნები აღმოსავლეთ უკრაინაში, უკანონო იქნება. ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდეტმა ფრანსუა ოლანდმა წუხელ ოთხმხრივი სატელეფონო საუბარი გამართეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რაც 2015 წლის მარტამდე უკრაინისათვის ბუნებრივი აირის გარანტირებულ მიწოდებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG