Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია მისი თანამშრომლობის უდანაშაულობაში დარწმუნებულია


ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მისი უწყების მაღალჩინოსნების
დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის განმარტებით, შესყიდვების პროცესს აკვირდებოდა და იცის, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა. ირაკლი ალასანია მისი უწყების თანამშრომლების დაკავების საკითხზე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ განუცხადა, საკითხზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსია უნდა გაიმართოს. "ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით ზიანი მიადგა, აუცილებელია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა – პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც ვგეგმავ შეხვედრას", - განაცხადა ალასანიამ. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, როცა ყველაფერი დასრულდება, ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და "უკვე იმ პირების პასუხისმგებლობა დადგება, ვინც, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება". მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

XS
SM
MD
LG