Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ვეტოს არ თვლის სწორ გადაწყვეტილებად


ჩვენ შეგვიძლია ვეტოს დაძლევა ნებისმიერ დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. გასაღების საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. "გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ და მინდა მას მადლობა გადავუხადო. ეს იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ვეტოს დაძლევა ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, რადგან ეს ამ შემთხვევაში ეს გაუმართლებელი იყო", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხზე, პრეზიდენტის ადგილას ის სხვა მიდგომით იმოქმედებდა და ვეტოს დადების უფლებას არ გამოიყენებდა.

XS
SM
MD
LG