Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სენატორი აზერბაიჯანელი უფლებათადამცველის განთავისუფლებას ითხოვს


აშშ-ის გავლენიანი სენატორი ბენ კარდინი აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, რათა საპატიმროდან გამოუშვას უფლებათადამცველი აქტივისტი ლეილა იუნუსი, რომელსაც უნდა მიეცეს ადვოკატებთან და ექიმებთან შეხვედრის უფლება. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა მიმართვა ტვიტერით გაავრცელა. ლეილა იუნუსი და მისი ქმარი არიფ იუნუსი გასულ ზაფხულში ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს, რასაც ცოლ-ქმარი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG