Accessibility links

logo-print

სომეხი აქტივისტები სახელისუფლებლო გამოცემას ცილისწამებაში ადანაშაულებენ


სომეხმა უფლებათადამცველმა აქტივისტებმა სამარცხვინო უწოდეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გაამართლა მთავრობის მომხრე გამოცემა, რომლის მფლობელიც სომხეთის მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჰაიკ ბაბუხანიანია. ერევნის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია 16 კაცის მიერ წარდგენილი სარჩელი გაზეთ „ირავუნკის“ ცილისმწამებლური სტატიის თაობაზე. სარჩელი შეეხებოდა ცილისწამებას პუბლიკაციაში სათაურით „ერისა და ქვეყნის მტრების შავი სია“. მასში გაზეთმა შეიყვანა ის 60 პირი, რომლებმაც სომხეი მომღერლების ინგა და ანუშ არშაკიანების საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს მას შემდეგ, რაც მომღერლებმა წვერიანი დრეგკვინი უწოდეს 2014 წლის მაისის ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულ კონჩიტა ვურსტს. გაზეთმა „ირავუნკმა“ მოუწოდა კომპანიებს სამსახურიდან გაეყარა ეს 60 პირი, რომლებიც, გაზეთის აზრით, სომეხი ხალხისაგან არც ხელის ჩამორთმევას და არც დახმარებას არ იმსახურებენ.

XS
SM
MD
LG