Accessibility links

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ ორგანიზებული არჩევნები მიმდინარეობს


აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ორგანიზებული არჩევნები მიმდინარეობს. თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით ლუგანსკისა და დონეცკის მოსახლეობა ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ ეროვნულ საბჭოს და არაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებს აირჩევს. უკრაინის ხელისუფლებამ, აშშ-მა, ევროკავშირმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა არალეგიტიმური უწოდეს არჩევნებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლის შედეგებიც არ იქნება აღიარებული. ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტზე ოთხი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის თვითმარქვია ლიდერი იგორ პლოტნიცკიც, სახალხო კრებაში მოხვედრას კი სამი „სამოქალაქო მოძრაობა“ ცდილობს. დონეცკში კი სამი პირი, მათ შორის ამჟამინდელი თვითმარქვია ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო იბრძვის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტის მოსაპოვებლად. ორი ადგილობრივი მოძრაობა კი ცდილობს სახალხო კრებაში მოხვედრას. სეპარატისტთა ხელისუფლება აცხადებს, რომ 1 ნოემბერს დონეცკსა და ლუგანსკში 3 მილიონი საარჩევნო ბიულეტენი დარიგდა.

XS
SM
MD
LG