Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა ერაყში 50 კაცი დახვრიტეს


ერაყში მთავრობის მომხრე ერთ-ერთი სუნიტური თემის ლიდერის ცნობით, ანბარის პროვინციაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა რა ალ მაას თემის კიდევ 50 წარმომადგენელი დასაჯეს სიკვდილით. შეიხ ნაიმ ალ გაოდის თანახმად დახოცილთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. მისი თქმით, ექსტრემისტებს ტყვეობაში ჰყავთ მისი თემის კიდევ 150 წარმომადგენელი. სულ კი „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა სიკვდილით დასაჯეს 200 სუნიტი რა ალ მაას თემიდან, რომლის წევრებიც ერაყის სამთავრობო ძალებთან ერთად აგრძელებენ ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების წინააღმდეგ. აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციის საავიაციო იერიშების მიუხედავად, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ ინარჩუნებს კონტროლს ანბარის პროვინციაზე.

XS
SM
MD
LG