Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში ირანული წარმოშობის ბრიტანელი ქალი დააპატიმრეს


ირანული წარმოშობის ბრიტანელ ქალს, 25 წლის გონჯეჰ ღავანის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ იგი აზადის სტადიონზე მივიდა მამაკაცთა ფრენბურთის მატჩზე დასასწრებად. გონეჯ ღავანი, რომელსაც ირანისა და იტალიის ნაკრებების თამაშის ყურება სურდა, 20 ივნისს დააპატიმრეს და მას ბრალი დასდეს „ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო პროპაგანდაში.“ პატიმრის ადვოკატისათვის უცნობია, თუ რა იქცა ოფიციალური ბრალდების მიზეზად. ღავანიმ 128 დღე უკვ დაყო ციხეში, აქედან 41 დღის განმავლობაში განსასჯელი ერთადგილიან საკანში იმყოფებოდა. მისი დაპატიმრების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გონეჯ ღავანიმ ოქტომბრის თვეში ორკვირიანი შიმშილობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG