Accessibility links

logo-print

გალელი ემზარ ეთერია ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა


ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მკვიდრი 52 წლის ემზარ ეთერია მიღებული ჭრილობების შედეგად კვირას გარდაიცვალა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით ემზარ ეთერია უცნობმა პირებმა 28 ოქტომბერს გაიტაცეს და მის გამოსასყიდად გამტაცებლებმა ოჯახისაგან 9 ათასი ლარი მოითხოვეს. გამოსასყიდის მიღების შემდეგ გამტაცებლებმა ემზარ ეთერია უგონო მდგომარეობაში მისი საცხოვრებელი სახლის წინ დატოვეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მძევალი სასწრაფოდ გადაიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში, სადაც ეთერიას თავის არეში ჩაუტარდა ოპერაცია. თუმცა, ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა.

XS
SM
MD
LG