Accessibility links

logo-print

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


რუმინეთში 2 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ფავორიტად სახელდება ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში შეცვლის პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს. იგი ორი ვადით 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა რუმინეთის პრეზიდენტის პოსტზე და კონსტიტუციის თანახმად აღარ აქვს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება. თუ პირველი არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, მაშინ 16 ნოემბერს არჩევნების განმეორებით ტური დაინიშნება.

XS
SM
MD
LG