Accessibility links

კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ტექნიკის შესვლაზე წერს


უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს თანახმად, დიდი რაოდენობით რუსეთის სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა განლაგდა პრორუსულად განწყობილ სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინაში. აღნიშნული განცხადების ფონი არალეგიტიმური არჩევნები ლუგანსკსა და დონეცკში. ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტზე ოთხი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის თვითმარქვია ლიდერი იგორ პლოტნიცკიც, რომელმაც ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს საკუთრი მოსაზრება გაუზიარა. „მე ხმა მივეცი ძლიერ სახელმწიფოს, თავისუფალ ხალხს, მშვიდობას ლუგანსკში, ხმა მივეცი სიყვარულს, საკუთარი ხალხის რწმენას და ბედნიერებას.“ ლუგანსკის სახალხო კრებაში მოხვედრას კი სამი „სამოქალაქო მოძრაობა“ ცდილობს. დონეცკში კი სამი პირი, მათ შორის ამჟამინდელი თვითმარქვია ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო იბრძვის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტის მოსაპოვებლად. ორი ადგილობრივი მოძრაობა კი ცდილობს სახალხო კრებაში მოხვედრას. უკრაინის ხელისუფლებამ, აშშ-მა, ევროკავშირმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა არალეგიტიმური უწოდეს არჩევნებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლის შედეგებიც არ იქნება აღიარებული.

XS
SM
MD
LG