Accessibility links

logo-print

საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი სტუმრობს


საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი, რომელიც 3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება. მოლაპარაკების შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. ხვალვ ჯემილ ჩიჩექი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, ასევე ესტუმრება თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ესტუმრება და დაათვალიერებს მცხეთის ღირსშესანიშნაობებს. ვიზიტის ბოლო დღეს - 4 ნოემბერს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში ჩავა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება, რის შემდეგაც ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის კონსულის რეზიდენციაში გაემგზავრება. ჯემილ ჩიჩექი ვიზიტის ფარგლებში ბათუმის მეჩეთს ეწვევა. მანამდე კი, ბათუმის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

XS
SM
MD
LG