Accessibility links

45 კაცი დაიღუპა პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე


პაკისტანის პოლიციის ცნობით, 45 კაცი დაიღუპა პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელიც პაკისტანის გასამხედროებული ორგანიზაციის საგუშაგოსთან ქალაქ ლაჰორის გარეუბანში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაჭრილია დაახლოებით 50 კაცი, რომელთა შორის ზოგიერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. საგანგებო მდგომარეობაა ლაჰორის საავადმყოფოში, სადაც აფეთქების შედეგად დაჭრილები გადაიყვანეს . თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. არსებობს ვერსია, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

XS
SM
MD
LG