Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ტერაქტს ემსხვერპლა 55 ადამიანი


ინდოეთისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებმა დაგმეს თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ მთავარ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოხდა და ახლანდელი ინფორმაციით, სულ ცოტა 55 ადამიანია დაღუპული. დაჭრილია რამდენიმე ათეული პირი. პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როცა ასეულობით ადამიანი ლაჰორთან ახლოს გამართული სამხედრო აღლუმიდან ბრუნდებოდა. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის თანახმად, „თალიბანის“ რამდენიმე დაჯგუფებამ აიღო აფეთქებაზე პასუხისმგებლობა, მათ შორის - „თერიკ-ე-თალიბანმა“ და „ჯამათ ულ ირარმა“. პაკისტანში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

XS
SM
MD
LG