Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი არ ცნობს ლუგანსკსა და დონეცკში ჩატარებულ არჩევნებს


ევროკავშირმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები „ხელს უშლის მშვიდობას“ და ბრიუსელი არ სცნობს მას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ 2 ნოემბრის არჩევნებს, რომელიც სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ლიდერების გამოვლენას ისახავს მიზნად, „უკანონო და არალეგიტიმური“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ „პატივს სცემს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის ნებას“. ნატოს მაღალი რანგის სამხედრო მეთაურმა, აშშ-ის ავიაციის გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ პრორუსული სეპარატისტების მიერ მოწყობილი არჩევნები არ შეესაბამება 5 სექტემბრის გეგმას და ვითარების გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს.ნებას“. კენჭისყრაში გამარჯვებულები არიან სახალხო რესპუბლიკებად წოდებული თვითგამოცხადებული ერთეულების ლიდერები, ალექსანდრ ზახარჩენკო და იგორ პლოტნიცკი. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დაგმო კენჭისყრა და თქვა, რომ ეს იყო ტანკების ლულების ქვეშ მოწყობილი ფარსი. უკრაინის არმიის თქმით, რუსეთმა დაიწყო უკრაინის აღმოსავლეთის ამ რეგინებში, რომლებსაც პრორუსული სეპარატისტები აკონტროლებენ, აღჭურვილობის და პერსონალის შეყვანა.

XS
SM
MD
LG