Accessibility links

ავღანეთში გუბერნატორის მოადგილე მოკლეს აუდიტორიაში ყოფნისას


უნივერსიტეტის აუდიტორიაში ყოფნისას ესროლეს და მოკლეს ავღანეთის სამხრეთის, ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის მოადგილეს, 32 წლის, აბდულ ყადიმ პატიალს. პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ მომხდარს უწოდა ტერორისტული აქტი. შემთხვევას მთავრობის წარგზავნილები გამოიძიებენ. იმავე დღეს, ღორის პროვინციის ოფიციალურ წარმომადგენელთა თანახმად, მოსამართლეს ესროლეს და მოკლეს, როცა ის მეჩეთიდან შინ ბრუნდებოდა.

XS
SM
MD
LG