Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ადვოკატები შეხვდნენ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს


თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს მათი ადვოკატები დღეს შეხვდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და საქმისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას ითხოვენ. ლევან სამუშიას თქმით, არცერთ დაკავებულს რაიმე ზეწოლის შესახებ ადვოკატებისთვის არ უცნობებია. დღეს 14 საათზე პროკურატურაში მოწმის სტატუსითაა დაბარებული თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი.

XS
SM
MD
LG