Accessibility links

logo-print

ალასანია: ბოლომდე დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაკავებული თანამშრომლები უდანაშაულონი არიან. „ჩავხედე საქმეს და იმ მასალებს, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნდა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ხანში გადაწყდება საქმისთვის საიდუმლი გრიფის მოხსნის საკითხი და გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მომხდარის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტრო უფრო სწრაფი ტემპით განაგრძობს რეფორმებს, რომლებიც ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს ყველაზე მეტად აახლოვებენ. თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხუთი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 28 ოქტომბერს დააკავა ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათასი ლარის გაფლანგვის და მითვისების ბრალდებით. ხუთივე მათგანს აღკვეთის ზომად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG