Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ გაიხსნა ნიუ იორკის ვაჭრობის ცენტრი


ნიუ იორკში პირველად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, კვლავ ამოქმედა ვაჭრობის მსოფლიო ცენტრი. შენობის და მიმდებარე ტერიტორიის მფლობელის, სანავსადგურო უწყების, ხელმძღვანელმა, პატრიკ ფოიემ განაცხადა, რომ ვაჭრობის ცენტრი კვლავ ამოქმედება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია, ნიუ იორკის ჰორიზონტი კვლას სრულია, თქვა მან. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა ორი სამგზავრო თვითმფრინავი შეაჯახეს შეაჯახეს ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის წყვილ შენობებს. შედეგად 2700-ზე მეტი ადამიანი დაიხოცა. ვაჭრობის ცენტრი აშშ-ის ყველაზე მაღალი შენობაა, მისი სიმაღლე 542 მეტრამდეა.

XS
SM
MD
LG