Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ისევ დახოცეს სუნიტური თემის წევრები


ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სუნიტური თემის კიდევ, სულ ცოტა, 36 წევრი დახოცეს დასავლეთ ერაყის პროვინცია ანბარში. ალბუ ნიმრის თემის ერთ-ერთი ლიდერის მონაცემებით, ექსტრემისტებმა 3 ნოემბერს მოკლეს 29 მამაკაცი, ოთხი ქალი და სამი ბავშვი სოფელ რა ალ-მაში. თემის წევრებმა ამ სოფელს მიაშურეს მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა დაიპყრეს დასახლება ჰიტი. ალბუ ნიმრის თემის წევრები ერაყის მთავრობის ჯარებთან ერთად ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“. ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, ექსტრემისტებს ბოლოხანს დახოცილი ჰყავთ თემის 300-ზე მეტი წევრი.

XS
SM
MD
LG