Accessibility links

logo-print

კიევი სტრატეგიას ცვლის მეამბოხეების არჩევნების შემდეგ


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა „გადასინჯავს“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდაჭერის საკითხს მას შემდეგ, რაც რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა დაარღვიეს 5 სექტემბერს მინსკში მიღწეული ეს შეთანხმება, აღმოსავლეთ უკრაინაში არჩევნების ჩატარებით. 3 ნოემბერს უკრაინის მოსახლეობისადმი მიმართვისას, პოროშენკომ თანამემამულეებს აუწყა, რომ 4 ნოემბრისათვის მოიწვია ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, სეპარატისტების მოქმედებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შესატანად. ევროკავშირი და ნატო უკანონოდ მიიჩნევენ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს, ხოლო მოსკოვი აცხადებს, რომ კენჭისყრის შედეგად რეგიონში მშვიდობა დამყარდება.

XS
SM
MD
LG