Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფრიკის კავშირმა ბურკინ ფასოს ულტიმატუმი წაუყენა


აფრიკის კავშირმა ბურკინა ფასოს სამხედროებს ორკვირიანი ვადა მისცა, რათა ძალაუფლება სამოქალაქო პირებს გადასცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სანქციებით დაემუქრა. აფრიკის კავშირის შეფასებით არმია არაკონსტიტუციურად მოიქცა, როდესაც ძალაუფლება ხელში აიღო ქვეყნის პრეზიდენტის, ბლეზ კომპაორეს გადადგომის შემდეგ. კომპაორე იძულებული იყო გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც მის მცდელობას, გაეგრძელებინა 27-წლიანი მმართველობა, მასობრივი პროტესტი მოჰყვა. სამხედროები აცხადებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბებენ გარდამავალ მთავრობას, რომელსაც სათავეში სამოქალაქო პირები ჩაუდგებიან.

XS
SM
MD
LG