Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა


თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა მისი დაკითხვის ოქმი არ დაადასტურა და ხელი არ მოაწერა. ამის შესახებ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს ბატიაშვილის ადვოკატმა ლევან სამუშიამ აცნობა.მისი თქმით, დაკითხვა დარღვევებით წარიმართა. - ოქმში არ იყო ასახული ალექსი ბატიაშვილის პასუხები სრულად და არ იყო დაფიქსირებული ბატიაშვილის და მისი ადვოკატის პროტესტი.“ვერც ვიფიქრებდი, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა“ - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

XS
SM
MD
LG