Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო უსაფრთხოების სფეროს ხელმძღვანელებს შეხვდება


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო 4 ნოემბერს შეხვედრას გამართავს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს ხელმძღვანელებთან. განსახილველი საკითხები მოიცავს მთავრობის მხრიდან 5 სექტემბერს გაფორმებული ზავისადმი ერთგულებას მას შემდეგ, რაც ქვეყნის აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა კამათის საგნად ქცეული არჩევნები გამართეს. პოროშენკოს განცხადებით, ლუგანკისა და დონეცკის რეგიონების სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ მონაკვეთებში 2 ნოემბერს ჩატარებულმა არჩევნებმა დაარღვია მინსკში მიღწეული საზავო შეთანხმების პირობები. პოროშენკო აცხადებს, რომ აპირებს გააუქმოს კანონი, რომელიც ამ ორ ძირითადად რუსულენოვან რეგიონს შეზღუდულ ავტონომიას ანიჭებს. ვაშინგტონში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ აღიარებს სეპარატისტების მიერ ჩატარებულ „ფსევდო“ არჩევნებს. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ბერნადეტ მიჰანმა ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მოსკოვი ცდილობს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა მანამდე განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ახლადარჩეულ ლიდერებს ახლა უკვე აქვთ საიმისო მანდატი, რომ კიევთან მოლაპარაკება გამართონ.

XS
SM
MD
LG