Accessibility links

logo-print

კრემლი „ერთიანობის დღეს“ ზეიმობს, რუსი ნაციონალისტები მსვლელობას აწყობენ


რუსი ნაციონალისტები 4 ნოემბერს აწყობენ ყოველწლიურ მსვლელობას, რომელიც ემთხვევა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დაწესებულ ეროვნული ერთიანობის დღეს და პატრიოტული შინაარსის ოფიციალურ ღონისძიებებს. ნაციონალისტების ძირითადი მსვლელობა გაიმართება მოსკოვში, თუმცა ასეთივე აღლუმები დაგეგმილია რუსეთის სხვა ქალაქებშიც და ყირიმშიც - შავი ზღვის ნახევარკუნძულზე, რომლის უკრაინისგან ანექსირებაც რუსეთმა მარტში მოახდინა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პუტინის და მისი მთავრობის რიტორიკაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა პატრიოტული და ნაციონალისტური განწყობები, იმ ფონზე, როცა მნიშვნელოვნად გაუარესდა ურთიერთობა დასავლეთთან, რუსეთის მიერ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო. მაგრამ მთავრობა დისტანციას ინარჩუნებს რუსების მსვლელობად წოდებული ღონისძიებისგან. წინა წლების მსგავსად, ნაციონალისტთა მთავარ მსვლელობას მოსკოვის პერიფერიაში მიუჩინეს ადგილი, დედაქალაქის ცენტრში კი გაიმართება ოფიციალური აღლუმი, რომელშიც კრემლის მოკავშირეები მიიღებენ მონაწილეობას, ერთიანობის იდეის კულტივაციის მიზნით.

XS
SM
MD
LG