Accessibility links

logo-print

რუსმა ნაციონალისტებმა მსვლელობა მოაწყვეს, კრემლმა „ერთიანობის დღე“ იზეიმა


მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ნაციონალისტებმა 4 ნოემბერს ჩაატარეს „რუსების მსვლელობად“ წოდებული ღონისძიება. პარალელურად, კრემლმა პატრიოტული ღონისძიებებით აღნიშნა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დაწესებული „ერთიანობის დღე“. ნაციონალისტების მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 2000-მდე პირმა, ძირითადად მამაკაცებმა. მათ ნაწილს ხელში ცარისტული პერიოდის დროშები ეჭირა. აღლუმი მოსკოვის სამხრეთაღმოსავლეთ უბანში გაიმარტა, მას პოლიციის სპეცრაზმი ადევნებდა თვალს. მონაწილეების ნაწილს ნიღაბი ეკეთა. ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს „რუსეთი რუსებისთვის“, „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“ და „წინ, რუსებო“. რამდენიმე მათგანმა მისალმების ნაცისტური ჟესტი გააკეთა, თუმცა მსვლელობა მთლიანობაში მშვიდობიანი იყო. მოგვიანებით კიდევ ერთი მსვლელობაა დაგეგმილი მოსკოვის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში.

XS
SM
MD
LG