Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სომხეთს დამატებით დახმარებას გამოუყოფს


მომავალი სამი წლის განმავლობაში ევროკავშირი სომხეთს დახმარების სახით გამოუყოფს 140-დან 170 მილიონამდე ევროს ოდენობის თანხას, რათა ქვეყანაში განვითარდეს კერძო სექტორი, საჯარო ადმინისტრაცია და სასამართლოს რეფორმა. ამის თაობაზე ბრიუსელში 3 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება, ევროკავშირის გაფართოების ახალ კომისარს, იოჰანეს ჰანსა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრ კარენ ჩშმარიტიანს შორის. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რაც კი ევროკავშირსა და სომხეთს შორის გაფორმდა მას მერე, რაც ერევანმა 2013 წელს გადაწყვიტა შეუერთდეს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.

XS
SM
MD
LG