Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: ეს არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში და პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებები შეაფასა შეტევად საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე. "მე მინდა ცალსახად ვთქვა, რომ აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული" - განაცხადა ალასანიამ. თავდაცვის მინისტრმა მიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ოთხშაბათს შეხვედრა გამართონ და იმსჯელონ პროკურატურის ქმედებებზე. 4 ნოემბერს უფრო ადრე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროს 3 სამედიცინო მუშაკს და საკვების მიმწოდებელი კომპანიის 3 თანამშრომელს ბრალს წარუდგენს ჯარისკაცების მოწამვლის გამო. ასევე 4 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერზე და სამინისტროსა და შპს "არქიტექტურულ ბიუროს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე. უფრო ადრე, 28 ოქტომბერს, პროკურატურამ დააკავა თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი, სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონამდე ლარის გაფლანგვის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG