Accessibility links

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალასანიას მინდია ჯანელიძე შეცვლის


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, - ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის განცხადება, როდესაც მან პროკურატურის ბოლოდროინდელი ქმედებების პოლიტიკურ სარჩულზე და ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაზე ისაუბრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრად წარდგენილი იქნება პოლკოვნიკი მინდია ჯანელიძე, რომელიც საქართველოს მთავრობაში არსებული ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პოსტზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG