Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარდგა რუსეთის მოქალაქე


სამშაბათს, აშშ-ის შტატ ვირჯინიაში სასამართლოს წინაშე წარდგა რუსეთის მოქალაქე ირეკ ხამიდულინი, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა 2009 წელს ავღანეთში აიყვანეს ტყვედ. მას ბრალად ედება ამერიკის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა, როდესაც ის თალიბების მხარეს იბრძოდა. როგორც ბრალდების დოკუმენტებშია აღნიშნული, ხამიდულინი, რომელიც დაახლოებით 55 წლისაა, 80-იან წლებში, საბჭოთა არმიის შემადგენლობაში ავღანეთში იბრძოდა. 2001 წელს, ის შეუერთდა ავღანელი თალიბების ლიდერის მული ომარის მომხრეებს. უკანასკნელ პერიოდში კი იღებდა ბრძანებებს ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერებისგან. 2009 წელს ის მონაწილეობდა ავღანეთში მოქმედ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმებში. თუკი ხამიდულინს ბრალი დაუდასტურდება, მას სამუდამო პატიმრობა ელის.

XS
SM
MD
LG