Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი გუნდი შესაძლოა უმრავლესობის გარეშე დარჩეს


საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემთხვევაში, მმართველი გუნდი პარლამენტში უმრავლესობის გარეშე დარჩება. "ქართული ოცნება" უმრავლეობის დაშლის თავიდან აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მასთან გაერთიანებას ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატები მოისურვებენ. უმრავლესობას პარლამენტში ქმნის ფრაქცია ან ფრაქციათა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებული დეპუტატები პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს აღემატება, ანუ დღევანდელ პარლამენტში, უმრავლესობა სულ მცირე 76 დეპუტატის გაერთიანების პირობებში იქმნება. კოალიციურ უმრავლესობას პარლამენტში 6 საპარლამენტო ფრაქცია და ჯამში 83 დეპუტატი ქმნის. ფრაქცია "ქართულ ოცნება - თავისუფალ დემოკრატებში" 10 წევრია, რომელთა უმრავლესობიდან გასვლა უმრავლესობის დაშლს ნიშნავს, რადგან 150-წევრიან პარლამენტში 73 პარლამენტარის ერთობა უმრავლესობისთვის საკმარისი არ არის.

XS
SM
MD
LG