Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძეს "არ გაუკვირდება", თუ ალასანიას გუნდის წევრები მთავრობას დატოვებენ


ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ალექსი პეტრიაშვილის მსგავსად მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძემ და თეა წულუკიანმაც დატოვონ. როგორც კალაძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, მას არ გაუკვირდება, თუკი ალასანიას გუნდის წევრი მინისტრები თავდაცვის ყოფილ მინისტრს მხარდაჭერას გამოუცხადებენ. "ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა ნორმალურია, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა აქვთ. მე არ გამიკვირდება, რომ მათ (მაია ფანჯიკიძე და თეა წულუკიანი) ეს გადაწყვეტილება მიიღონ, თუმცა დაველოდოთ", - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილის შეფასებას, რომ ქვეყანაში დიქტატურის საფრთხეა, ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი მონაპოვარი სწორედ ისაა, რომ ქვეყნის თითოეული მოქალაქე გათავისუფლდა და განსხვავებული შეხედულების გამო ისინი აღარ იდევნებიან.

XS
SM
MD
LG