Accessibility links

logo-print

პეტრიაშვილი წერილობით აცნობებს პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ


„ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. ეს განცხადება პეტრიაშვილმა "მაესტროს " პირდაპირ ეთერში გააკეთა. ალექსი პეტრიაშვილის თქმით, როგორც ტელევიზიით გაიგო მისი მეგობრის და კოლეგის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ისე თვითონაც პირდაპირ ეთერში აკეთებს განცხადებას, რომ ხვალ წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

XS
SM
MD
LG