Accessibility links

რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს აშშ-ის სენატში


შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელებმა მოიპოვეს უმრავლესობა სენატში. 4 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებში მათ, სულ ცოტა, შვიდ შტატში წაართვეს მანდატები დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს. რესპუბლიკელების პოზიცია გაძლიერდა წარმომადგენელთა პალატაშიც. შედეგად, ისინი აკონტროლებენ შეერთებული შტატების ორივე პალატას, რაც ხდება პირველად 2006 წლის არჩევნების შემდეგ. დემოკრატებმა ასევე დაკარგეს რამდენიმე გუბერნატორის პოსტები, მათ შორის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მშობლიურ ილინოისის შტატში. აშშ-ის სენატში უმრავლესობის დაკარგვის შედეგად შეიზღუდება ობამას პოლიტიკური გავლენა. მისთვის გაძნელდება სასურველი კანონების გატანა მმართველობის ბოლო ორი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG