Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში პოლიციამ დაშალა პალესტინელების აქცია ალ-აქსას მეჩეთის მახლობლად


ისრაელის პოლიციამ დაშალა ათობით პალესტინელის აქცია, რომლის დროსაც პოლიციელებს ქვებსა და აალებად ყუმბარებს ესროდნენ იერუსალიმის ძველ უბანში - სალოცავების ადგილთან, რომელიც ისრაელსა და პალესტინელებს შორის დავის საგანია. პოლიციის პრეს-მდივნის ცნობით, შეტაკებებისას რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. პალესტინელების უკმაყოფილებას იწვევს ისრაელელი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ერთი კვირის წინ დაჭრილი ეჰუდა გლიკის მომხრეების ალ-აქსას მეჩეთთან მისვლის გეგმა. გლიკი მოითხოვს, დაცულ იქნეს ებრაელების უფლება, ილოცონ ალ-აქსას მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ადგილს ებრაელები „ტაძრის მთავს“ უწოდებენ, რადგან ბიბლიური გადმოცემით, იქ ორი ებრაული ტაძარი იდგა.

XS
SM
MD
LG