Accessibility links

logo-print

პენტაგონი ირანსა და პაკისტანს აკრიტიკებს ავღანეთის უსაფრთხოების დასუსტების გამო


პენტაგონი ავღანეთის უსაფრთხოების შესახებ ბოლო მონაცემების საფუძველზე აკრიტიკებს პაკისტანსა და ირანს, რომლებიც, მისი შეფასებით, რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევენ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პაკისტანი კვლავაც იყენებს ექსტრემისტებს, როგორც მის მიერ მართულ ძალებს ავღანეთსა და ინდოეთში, რათა არ დაუშვას ავღანეთში ისლამაბადის გავლენის დაკარგვა და დაუპირისპირდეს ინდოეთის სამხედრო ძალას. პენტაგონის კრიტიკა მიმართულია ირანის, კერძოდ ისლამური რევოლუციური გვარდიის წინააღმდეგაც. ის, პენტაგონის მონაცემებით, დახმარებას უწევს თალიბანს, ავღანეთიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის დასაჩქარებლად. პენტაგონი ამავე დროს აღნიშნავს, რომ თეირანი ცდილობს, შეინარჩუნოს ავღანეთის მთავრობასთან მეგობრული ურთიერთობა და არ დაუშვას ხელისუფლების სათავეში თალიბანის დაბრუნება. აშშ-ის თავდაცვის უწყების განმარტებით, ირანის სტრატეგია მოიცავს „რბილი ძალის კამპანიას“ ავღანეთში პრო-ირანული და პრო-შიიტური განწყობის გასაძლიერებლად - ქაბულისათვის მილიარდი დოლარის დახმარების მიწოდებით და განვითარების პროგრამით.

XS
SM
MD
LG