Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ხედავს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრების გადადგომაში ხედავს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს. ღარიბაშვილმა ეს შეფასება გამოთქვა ბრიფინგზე, რომელიც მოჰყვა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენებას და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის გადადგომას. „პოლიტიკოსების და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა ასევე, რომ მთავრობა განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია და ვერავინ შეძლებს, თავის თავზე მიიწეროს ქართველი ხალხის ევროპული ორიენტაცია. ეს სიტყვები იყო მინიშნება ალასანიას, ფანჯიკიძისა და პეტრიაშვილის განცხადებებზე, რომ საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.

XS
SM
MD
LG